სერგო მეთოფიშვილი კელი დეგნანზე: ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს, ეს არის თავისივე დაფინანსებული პოლიტიზებული NGO-ების fake, ანუ ყალბი ანგარიშები

სერგო მეთოფიშვილი კელი დეგნანზე: ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს, ეს არის თავისივე დაფინანსებული პოლიტიზებული NGO-ების fake, ანუ ყალბი ანგარიშები

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მე ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს, ეს არის თავისივე დაფინანსებული პოლიტიზებული NGO-ების fake, ანუ ყალბი ანგარიშები, რაც ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ანგარიშებს ეწინააღმდეგება!“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.