სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სოციალური ქსელებისთვის ზედმეტად სათუთი ეგო აქვს

სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სოციალური ქსელებისთვის ზედმეტად სათუთი ეგო აქვს

სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ინსტაგრამს, ტიკტოკს, ტვიტერსა და სხვა ქსელებს ცნობილი ადამიანებიც აქტიურად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათგანისთვის სოციალური ქსელები სამსახურის ნაწილია, ზოგიერთ ვარსკვლავს ურჩევნია, ამ სივრცეს გაერიდოს. მათ შორისაა ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონიც.

სკარლეტ იოჰანსონს საჯარო ანგარიში არასდროს ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სოციალურ ქსელებში ყოფნა მისი მენტალური ჯანმრთელობისთვის ცუდი იქნება.

"სიმართლე რომ ვთქვა, სოციალური ქსელებისთვის ზედმეტად სათუთი ვარ. არ შემიძლია. ჩემი ეგო ზედმეტად სათუთია. ჩემი ტვინიც სათუთია. ნაზი ყვავილივით ვარ", — განაცხადა მსახიობმა პოდკასტში სტუმრობისას.

სკარლეტის თქმით, სოციალურ ქსელებში საკუთარ თავზე კომენტარების წაკითხვა მის შფოთვას კიდევ უფრო გაუმძაფრებს. როგორც ამბობს, 3 დღით ანგარიში შექმნა და ინტერნეტს ზედმეტად მიეჯაჭვა. ერთხელ 20 წუთი სრულიად უცხო ადამიანის ანგარიშზე გაატარა და უკვე საკუთარი ცხოვრების სხვებთან შედარება დაიწყო. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ყოფნა მისთვის სასარგებლო არ იქნება.