„შრეკის“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაიწყო

„შრეკის“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაიწყო

ამერიკულმა კინოსტუდიამ DreamWorks Animation-მა ანიმაციური ფილმის „შრეკის“ მეხუთე ნაწილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ Variety წერს.

ფრანშიზის პროდიუსერი კრისტოფერ მელედანდრი აცხადებს, რომ ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსახიობებთან, რომლებმაც პროექტის წინა ნაწილებში მთავარი გმირები გაახმოვანეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაიკ მაიერსთან, კემერონ დიასთან და ედი მერფისთან.

„ველოდებით, რომ მსახიობები დაბრუნდებიან. ყველაფერი, რაც აქამდე მოლაპარაკებების პროცესში მოვისმინეთ, მეტყველებს იმაზე, რომ მსახიობებს დიდი ენთუზიაზმით სურთ დაბრუნება“, - აცხადებს მელედანდრი.