„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„გადადგომის არ მეშინია. ჯერჯერობით აქ ვარ გამოსადეგი და უბრალოდ თილისმა არ გახლავართ. იმისათვის ვრჩები, რომ საქმეები დავასრულო. ეს 100 პროცენტით ვიცი.
არ მომწონს რაც ბოლო დროს გუნდში ხდება. მუშაობას ვაგრძელებთ და სწორია თუ არა ჩვენი მიდგომა, ამას მომავალი გვიჩვენებს.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Mail.
კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტის ვადა 2026 წლამდეა გათვლილი.