ნიდერლანდებში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ნიდერლანდებში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ნიდერლანდებში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. Euronews-ის ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 30-მდე ადამიანი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 03:25 საათზე ჰააგის მახლობლად, ქალაქ ფორსხოტენში მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.