ნიკოლ კიდმანს მეოთხე შვილი შეეძინა

ნიკოლ კიდმანს მეოთხე შვილი შეეძინა

ცნობილ ამერიკელ მსახიობ ნიკოლ კიდმანსა და “ქანთრის“ სტილის მომღერალ კეიტ ურბანს სუროგატი დედისგან შვილი შეეძინათ.  პატარა მარგარეტ კიდმან-ურბანი 28 დეკემბერს ნეშვილში დაიბადა, თუმცა წყვილმა ამის შესახებ ინფორმაცია “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

 

მათ მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ცხრა თვის განმავლობაში ეხმარებოდა და გევრდში ედგა. მარგარეტი კიდმანისა და ურბანის მეორე შვილია. მათი პირველი შვილი სანდეი როუსი უკვე ორი წლისაა.

“ძალიან მადლობლები ვართ სუროგატი დედის, რომელმაც მარგარეტი გაგვიჩინა", - აცხადებს აშვილის შეძენით გახარებული ნიკოლ კიდმანი. როგორც იცით, ცნობილ მსახიობ ტომ კრუზისგან კიდმანს კიდევ ორი შვილი ჰყავს და ორივე მათგანი აყვანილია. ამრიგად, ნიკოლი უკვე ოთხი შვილის დედაა.