გალტიე: “ თანამდებობიდან ჯერ არ გადავმდგარვარ, იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ამ ტიტულს არ მოვიპოვებ“

გალტიე: “ თანამდებობიდან ჯერ არ გადავმდგარვარ, იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ამ ტიტულს არ მოვიპოვებ“

საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ გოლი კვლავ არ გაუტანია. „ლიონთან“ მატჩის შემდგომ კრისტოფ გალტიემ საკუთარი გუნდის თამაშის შესახებ ისაუბრა:

„2023 წელს უკვე მე-8 შეხვედრა წავაგეთ, რაც ძალიან ბევრია. ჩემპიონატში თამაში საკმაოდ რთულია, რადგანაც ბრძოლა ყველას შეუძლია. მე თანამდებობიდან ჯერ არ გადავმდგარვარ და იქამდე ვიბრძოლებ, სანამ ამ ტიტულს არ მოვიპოვებ.

შესაძლოა გრძელი სეზონის გამო ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, თუმცა როდესაც ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია, უფრო მეტად რეაქტიული და მიზანდასახული უნდა იყო. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელებმა სცადეს, „ლიონის“ მსგავს ოპონენტთან ქულების დაკარგვა არ შეიძლება.

ჩვენ სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად ლეო მესის და კილიან მბაპეს ვეძებდით. ლეო ჩვენი ფასილიტატორია და ძალიან ბევრს ცდილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომებსაც უშვებს, თუმცა ლეოს გარშემო სხვა ფეხბურთელებმაც უნდა გამოიჩინონ თავი. ჩვენ მთელი იმედები ლეოზე და კილიანზე ვერ გვექნება დამყარებული. ის 2023-ში საუკეთესო მეგოლე და ასისტენტი იყო. დროა სხვა მოთამაშეებმაც შეუქმნან მეტოქეს საფრთხე“ - განაცხადა გალტიემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონთან“ მატჩი საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო. ამჟამად, ლიგა 1-ში უახლოეს მდევრებთან, „ლანსთან“ და „მარსელთან“ სხვაობა 6 ქულას შეადგენს.