რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა

რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა

ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი, ჯგუფის Yellow Magic Orchestra ერთ-ერთი დამფუძნებელი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის 71 წლის იყო. კომპოზიტორი ჯერ კიდევ 28 მარტს გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

საკამოტო ცნობილი ტრიო Yellow Magic Orchestra-ს შემადგენლობაში გახდა, რომელიც იაპონური ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. შემდეგ ის კინომუსიკით იყო დაკავებული და მიიღო „ოსკარი“, „გრემი“ და „ოქროს გლობუსი“ ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი“ შექმნილი საუნდტრეკისთვის. საკომოტოს 20-ზე მეტი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული.