სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი იყო და უკრაინაში რუსულ აგრესიას მხარს უჭერდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, ყუთში იყო ჩამონტაჟებული, რომლითაც ტატარსკის საჩუქარი გადასცეს.

აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დასახელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები დარია ტრეპოვაა. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ეჭვმიტანილს პოლიცია ეძებს.