სანდრო მამუკელაშვილი შედეგიან თამაშს აგრძელებს და ამჯერად საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ახალ გუნდში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. "სან ანტონიომ" ოკლენდში, "გლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ითამაშა და 115:130 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდთან, რომელშიც ზაზა ფაჩულია სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, (ორჯერ მოთამაშის, ერთხელ სტაფის წევრის რანგში) გამორჩეულად ითამაშა. სანდრომ 13 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. მან 12-დან 6 სროლა გამოიყენა, საიდანაც 10-დნ 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა. მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. "გოლდენ სტეიტში" კი 33 ქულით საუკეთესო სტეფ კარი იყო.
მამუკელაშვილ და მის თანაგუნდელებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულ სეზონში კიდევ 5 თამაში დარჩათ ჩასატარებელი. "სან ანტონიელები" მომდევნო მატჩს 2 აპრილს, საკრამენტოში, "კინგსთან" ჩაატარებენ.