„ბარსელონა“ მომდევნო სეზონში „კამპ ნოუზე“ არ ითამაშებს. ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა.
„კამპ ნოუდან“ დროებით აბარგების მიზეზი რეკონსტრუქციაა, რომელიც ზაფხულში დაიწყება. „ბარსა“ 2023-2024 წლების სეზონში „ესტადიო მონტჟუიკზე“ ითამაშებს, რომელიც 1929 წელს აშენდა.
ამ არენაზე 2009 წლამდე ბარსელონას მეორე კლუბი, „ესპანიოლი“ თამაშობდა. „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ 2024-2025 წლების სეზონიდან დაბრუნდება. კლუბს სტადიონის რეკონსტრუქცია 1.5 მილიარდი ევრო დაუჯდება.