„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ძანოლიმ, რომელიც ამჟამად გენუის „სამპდორიაში“ იჯარით თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ორივე ფენომენია.
„კვარაცხელია და ოსიმენი ორი ფენომენია, სხვა სათქმელი არაფერია. მათთან ერთად ვარჯიში ძალიან სასიამოვნო იყო. სპალეტი? მატჩების მომზადებაში ის პირველი ნომერია“, - თქვა ძანოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ძანოლი მარჯვენა მცველია, ჯოვანი დი ლორენცოსთან კონკურენციის გამო ის იანვარში სეზონის ბოლომდე „სამპდორიაში“ გადავიდა.