კიანუ რივზის თქმით, ყველაზე ბედნიერი პარტნიორთან ყოფნისასაა

კიანუ რივზის თქმით, ყველაზე ბედნიერი პარტნიორთან ყოფნისასაა

კიანუ რივზი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად არ საუბრობს, თუმცა ცოტა ხნის წინ თავის ურთიერთობაზე კომენტარი საჯაროდ გააკეთა. People-თან ინტერვიუს დროს მსახიობს ჰკითხეს, თუ როდის იყო ბოლოს ყველაზე ბედნიერი, რაზეც კიანუმ უპასუხა, რომ ბედნიერი წუთები თავის პარტნიორთან ყოფნისას განიცადა.

"ჩვენ საწოლში ვიყავით, ვიცინოდით და ვიღიმოდით. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. ძალიან სასიამოვნო იყო ერთად ყოფნა", — განაცხადა კიანუ რივზმა.

დიდი ხანია, რაც კიანუ რივზს მხატვარ და ქველმოქმედ ალექსანდრა გრანტთან ურთიერთობა აქვს. ისინი ურთიერთობას დიდხანს მალავდნენ, თუმცა 2019 წლის LACMA Art + Film Gala-ზე წყვილი ხელჩაკიდებული გამოჩნდა.

კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა 2011 და 2016 წლებში ორ წიგნზე იმუშავეს. წიგნებისთვის გრანტმა ილუსტრაციები შექმნა, ხოლო ტექსტის ავტორი კიანუ რივზი იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები სწორედ მაშინ გავრცელდა, რაც წყვილმა ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაადასტურა.