მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში 

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში 

ნაციონალური საკალათბურთო ჩემპიონატში რეგურალური სეზონის დასრულებამდე 6 ტური დარჩა, „სან ანტონიო“ კი ამ დროს უფრო მომავალი სეზონისთვის გამოიყენებს, რადგან ლეგენდარული მწვრთნელი - გრეგ პოპოვიჩის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს.

მორიგი ტურის ეგიდით კი სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „იუტა ჯაზს“ შეხვდა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, ამჯერად 117:128 ანგარიშით.

ქართველმა კალათბურთელმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების წევრმა 28:42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. 23 წლის შემტევს, ქულების მხრივ საკუთარ გუნდში მხოლოდ ბრენჰემიმ აჯობა, რომელსაც 21 ქულა ჰქონდა, ხოლო ასევე 17-17 ქულა კიდევ ორმა თანაგუნდელმა მიითვალა.

სანდრომ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მან 14-დან 7-ჯერ ბურთი ზუსტად ისრილა, მათ შორის 6-დან 2 სამქულიანი, 8-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო. მხოლოდ 1 პერსონაური ფოლი მიიღო, +- მაჩვენებელი კი +7 ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი „იუტა ჯაზის“ მცველი ტალენ ჰორტონ-ტაკერი იყო, რომელმაც 41 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი ვგადაცემა დააგროვა.

„სან ანტონიოს“ ზედიზედ 5 მარცხის ფონზე 19 მოგება და 57 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა - მე-14 ადგილზე იმყოფება, სანდრო და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 1 აპრილს, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.