თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში იპოვეს კატა, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 49 დღე გაატარა. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2 წლის ცხოველი სახელად ხანი თავის პატრონთან, ნიდა დინასა და მის ქალიშვილთან ერთად, 11-სართულიან კორპუსში ცხოვრობდა. მიწისძვრის დროს ოჯახის წევრებმა კატა დაკარგეს, თუმა მისი პოვნის იმედი ყოველთვის ჰქონდათ და დინა ყოველ ღამეს თავისი სახლის ნანგრევებთან, მანქანაში ატარებდა.
მიწისძვრიდან 49 დღის შემდეგ, კორპუსის დემონტაჟის დროს ხანი ცოცხალი იპოვეს. კატას მოტეხილი აქვს თათები, აღენიშნება გაუწყლოება, სავარაუდოდ დაზიანებულ აქვს შიდა ორგანოები.
„ჩვენთვის ეს სასწაულია. იმედი ბოლო წუთამდე არ დამიკარგავს. კატა ჩვენს სამზარეულოში, ხალიჩაზე იპოვეს, რის შემდეგაც ვეტერინართან წავიყვანეთ“, - განახადა დინამ.
ახლა ხანი მკურნალობის კურსს გადის.