ბითაძე: “ვცდილობ ჩემი საქმე შევასრულო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“

ბითაძე: “ვცდილობ ჩემი საქმე შევასრულო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“

საქართველოს ნაკრებისა და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა NBA-ში კარგი შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდგომ, პრესკონფერენციაზე თანაგუნდელ პაოლო ბანკეროსთან ერთად ისაუბრა:

„როდესაც სათადარიგოთა სკამზე ხარ, თამაშს ბევრად უკეთ კითხულობ, ასე რომ მე დავინახე ის, თუ რა გვჭირდებოდა, ფარზე აქტიურად ვითამაშე, ბლოკებიც დავაყენე და უბრალოდ ვცადე, რომ გამარჯვებისთვის საჭიროდ მეთამაშა.

ისე უნდა ვითამაშო, როგორც გუნდს სჭირდება. თუ საჭიროა, შემიძლია მოედანი გავწელო და თანაგუნდელებს სივრცე გავუთავისუფლო. შემიძლია ფარქვეშ დავდგე და დავიცვა ის. პარკეტზე გასვლისას იმას ვცდილობ, რომ ჩემი საქმე შევასრულო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო.“

ამის შემდგომ, ქართველი კალათბურთელის შესახებ გუნდის იტალიელმა უკანახაზელმა, პაოლო ბანკერომაც ისაუბრა:

„როდესაც მესამე პერიოდში მე სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, მან ბევრი ენერგია შემოიტანა, რომელიც თამაშში დასაბრუნებლად დაგვეხმარა. როდესაც მოედანზე დავბრუნდი და მის გვერდით ვითამაშე, თამაში იგივე სტილში გაგრძელდა. ის დაცვაში ოსტატურად თამაშობდა, მეტოქეს აფარებდა, ფარიდან ასხლეტილ ბურთს ხსნიდა და კარგადაც ისროდა. ის ძალიან პროდუქტიული იყო“ - განაცხადა ბანკერომ.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ „მემფის გრიზლსის“ წინააღმდეგ მოედანზე გატარებულ 13 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა, თუმცა მისი გუნდი მეტოქესთან 113:108 დამარცხდა.