ლოიდ ოსტინი: უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს

ლოიდ ოსტინი: უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყოს.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინას ახლა მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს რუსულ ჯარებთან შედარებით.

„უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს და მათ [რუსებმა] ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ვიხილავთ საომარი მოქმედებების გააქტიურებას, რადგან მანევრირების პირობები გაუმჯობესდება და ასევე იმის საფუძველზე, რაც უკვე გავაკეთეთ და ვაკეთებთ. ვფიქრობ, რომ უკრაინას ექნება წარმატების ძალიან კარგი შანსი“, - აღნიშნა მან.