საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, 1932-33 წლების ჰოლოდომორი, უკრაინელების გენოციდად აღიარა.

რეზოლუციაში დეპუტატებმა გასული საუკუნის 30-იან წლებში განვითარებული მოვლენები დაგმეს, ხალხის განადგურებად და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მასობრივ შელახვად შეაფასეს.

პარლამენტის გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა, საფრანგეთს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.