ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო ზებგერითი ოპერაცია, რომელიც კლუბის მომავალს ცვლის.
„კვარას ტრანსფერი დიდებული იყო, ჯუნტოლიმ ზებგერითი ოპერაცია გააკეთოს. ეს იყო გარიგება, რომელიც კლუბის ჰორიზონტს ცვლის. კომპეტენციის, ალღოსა და იღბლის ნაზავი, რადგან ფეხბურთი იღბლის გარეშე არ არსებობს“, - თქვა საბატინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.