კატალონიის რადიოს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, მამას და ამავდროულად აგენტს ხორხე მესის სთხოვა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან კლუბში მისი შესაძლო დაბრუნების შესაძლებლობა განეხილა.
ამ საკითხზე თავად მესი კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჩავის ესაუბრება. „ბარსელონას“ ფეხბურთელები და ტექნიკური შტაბი კი არგენტინელის კლუბში შესაძლო დაბრუნებას ამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ მესი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
მანამდე არგენტინელი „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მან ყველა ტურნირზე 778 მატჩი ჩაატარა, 672 ბურთი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა შეასრულა.