ტელეარხმა ABC სერიალი „გრეის ანატომია“ კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუს საიუბილეო მე-20 სეზონის პრემიერა 2023 წლის ოქტომბერში შედგება. ამასთან, სერიალის შოურანერი შეიცვლება - კისტა ვერნოფის ნაცვლად პროექტს მეგ მარინისი უხელმძღვანელებს.
„გრეის ანატომიის“ პრემიერა 2005 წელს შედგა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო დრამაა.