ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული რაკეტებით დაბომბილი საცხოვრებელი კვარტლები დაათვალიერა, სადაც კორპუსების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია.

პრეზიდენტი ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ზაპოროჟიეს ეწვია საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან ერთად რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰიდროელექტროსადგურს ესტუმრა და რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილა.