ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი კანდიდატი იქნება.
Reuters-თან საუბარში, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგეშმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად, კარლო ანჩელოტი მოიაზრება, იმ შემთხვევაში, თუ ის თავისუფალი იქნება. პრეზიდენტმა სააგენტოსთან კომენტარში იტალიელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„ანჩელოტის უამრავი ლეგენდა გაუწვრთნია. მე მის საქმიანობას და მის გულწრფელობას დიდ პატივს ვცემ. სტადიონზეც კი მის სახელს გულშემატკივრები მუდამ სკანდირებენ მისი დიდებული საქმიანობის დასაფასებლად.“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
რამდენიმე დღის წინ ედერსონმაც განაცხადა, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს უახლოვდება. მის შესახებ „რეალ მადრიდის“ ბრაზილიელი ფეხბურთელები დიდი ხანია საუბრობენ. ყველაფერი იქით მიდის, რომ „სელესაოს“ სწორედ იტალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა გუშინ მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 დამარცხდა.