დენიელ რედკლიფი და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან

დენიელ რედკლიფი და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, დენიელ რედკლიფი მალე მამა გახდება. ჰარი პოტერის ვარსკვლავი და მისი პარტნიორი ერინ დარკი პირველ შვილს ელოდებიან. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს Kill Your Darlings-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდა, რომლის სცენარის მიხედვითაც, მათ ერთმანეთი მოსწონდათ. მოგვიანებით კი, ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.

"Kill Your Darlings ჩვენი ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი იყო. ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთს ხვდებიან და ეფლირტავებიან. ასე რომ, არსებობს ჩანაწერი, თუ როგორც ვხვდებით ერთმანეთს და ვეფლირტავებით. არ იქნება მარტივი ჩვენი შვილებისთვის იმის მოყოლა, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი პერსონაჟები ფილმში", — იხუმრა დენიელ რედკლიფმა.

Kill Your Darlings-ის შემდეგ დენიელი და ერინი Miracle Workers-ის მე-3 სეზონის გადასაღებ მოედანზე ისევ შეხვდნენ. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობას მალავდა, თუმცა გასულ წელს Weird Al biopic, Weird: The Al Yankovic Story-ის პრემიერაზე დენიელი და ერინი ერთად გამოჩნდნენ.

დენიელს აქამდეც აღუნიშნავს, რომ სურს, მშობელი გახდეს. "მომწონს ის იდეა, რომ ახალგაზრდა მშობელი ვიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილებთან ერთად ფეხბურთის სათამაშო ენერგია მექნება, თუმცა 4 წლის ასაკში ისინი ჩემზე უკეთესი მოთამაშეები იქნებიან. იმ ადამიანების გვერდით გავიზარდე, რომლებსაც შვილები ჩემთან მეგობრობის დროს შეეძინათ. ზოგი მათგანი ჩემზე უფროსი იყო, თუმცა შვილების შეძენის შემდეგ მათში შესანიშნავი ცვლილება დავინახე", — განაცხადა რედკლიფმა.