გრაიმსმა ილონ მასკისა და თავის შვილს სახელი კიდევ ერთხელ შეუცვალა, თუმცა წუხს, რომ სახელმწიფო ბავშვის სახელს ოფიციალურად არ აღიარებს. მომღერლის თქმით, 15 თვის შვილს სახელი კიდევ უფრო შეუმოკლა. "ის ახლა Y-ია, ან "Why (რატომ)" ან უბრალოდ "?" (მაგრამ სახელმწიფო ამას ოფიციალურად არ ცნობს). ცნობისმოყვარეობა, მარადიული კითხვა და ასე შემდეგ", — წერს გრაიმსი ტვიტერზე თავისი შვილის ახალი სახელის განმარტების შესახებ.
გრაიმსმა შვილის სახელის შეცვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ტვიტერზე ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში დედა-შვილს ერთნაირად აცვიათ და თმაც მსგავსად აქვთ შეღებილი. გრაიმსის თქმით, ის და ილონი შვილის ფოტოების კონფიდენციალურობის დასაცავად არ აზიარებენ. თუმცა ახალ ფოტოში ბავშვის ცნობა ყველას გაუჭირდება და ამიტომაც გამოაქვეყნა.
ილონ მასკი და გრეიმსის გოგო 2021 წლის დეკემბერში დაიბადა. მოგვიანებით კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა. გრეიმსი და ილონ მასკი ამის შემდეგ ცოტა ხნით ისევ შერიგდნენ, თუმცა საბოლოოდ, გრეიმსა 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ ილონს მასკს დაშორდა.
გრაიმსსა და ილონ მასკს შვილის სახელზე აქამდეც უკამათიათ. მათი პირველი ვაჟი 2020 წელს დაიბადა, რომელსაც თავიდან X Æ A-12 ერქვა, შემდეგ კი ბავშვს სახელი შეუცვალეს და X Æ A-Xii დაარქვეს. თუმცა კალიფორნიის კანონი იურიდიულ სახელში ნომრების გამოყენებას კრძალავს.