POLITICO: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

POLITICO: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გამოცემა POLITICO თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმების გაფართოების საკითხზე მისი პოზიტიური პოზიციისთვის.