„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ლუჩანო სპალეტი მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდს არ დატოვებს. როგორც მან აღნიშნა, იტალიელი სპეციალისტი „აძურიში“ დარჩება.
„ფეხბურთის წესები განსხვავებული რომ ყოფილიყო, ალბათ, სკუდეტოს „ნაპოლი“ სხვა დროსაც მოიგებდა. სეზონის ბოლოს სუპერ ზეიმი გვექნება, სპალეტი კი „ნაპოლიში“ რჩება.
ყველა ფეხბურთელს თუ შევინარჩუნებთ? შეთავაზებებს სხვები აკეთებენ, ჩვენ ველოდებით, ჩემი კონტრაქტები უნიკალურია, ასე რომ, თუ არავინ მოინდომებს გუნდიდან წასვლას, ჩვენ შეთავაზებებზე ვიტყვით არას, ვნახოთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 19-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალშია გასული, სადაც „მილანს“ დაუპირისპირდება.