ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსში“ მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
ამჯერად, ქართველის მეტოქე „ვაშინგტონ უიზარდსი“ იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 10 ქულით, 5 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. სანდრომ 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა. რაც შეეხება მატჩს, მასთან ერთად „სან ანტონიო სპურსი“ 136:124 დამარცხდა.
ორივე გუნდში საუკეთესო „სპურსის“ კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც 30 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც დააგროვა. გამარჯვებულთა მხრიდან კორი კისპერტი გამოირჩა 26 ქულით.
დღევანდელი მარცხის შემდგომ, „სან ანტონიო სპურსს“ დასავლეთ კონფერენციაში 19 მოგება და 55 წაგება გაუხდა და მე-14 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გუნდი 27 მარტს, „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
რაც შეეხება „უიზარდსს“, გუნდს აღმოსავლეთში 33 მოგება და 41 მარცხი აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. ასევე 27 მარტს ისინი „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდებიან.