უკრაინის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე რუსლან ჩერკასკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინის რადაში მთავრობის წარმომადგენლის, ტარას მელნიჩუკის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

რადას საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იაროსლავ ჟელეზნიაკმა რუსლან ჩერკასკის „საბაჟოზე კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო უწოდა“.

„რა თქმა უნდა, საბაჟოზე წმენდის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემამ ერთ-ერთი „ძლიერი“ მოთამაშე დაკარგა. მინდა მჯეროდეს, რომ დანარჩენები ამ გზავნილს სწორად გაიგებენ“, - აცხადებს ჟელეზნიაკი.

უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსლან ჩერკასკიმ პენსიონერი მამისგან „საჩუქრად“ 150 000 დოლარი მიიღო. თუმცა შესაბამისი ორგანოების მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჩერკასკის მშობლები ასეთ თანხას არ ფლობდნენ.