ბითაძის 2 ქულა, 5 მოხსნა და

ბითაძის 2 ქულა, 5 მოხსნა და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკთან"

პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლმა ორლანდო მეჯიქმა, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდულმა გუნდმა პლეი ოფში ადგილგანაღდებულ ნიუ იორკს უმასპინძლა და 111:106 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე არასრული 14 წუთი გაატარა.

გოგა ბითაძემ ერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია ნიუიორკელთა კალათს, ხოლო ფარქვეშ მეტად აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა 2 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პერიოდების მიხედვით, ბითაძემ ყველაზე მეტი – 5 წუთი ბოლო მეოთხედში ითამაშა.

ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დრაფტის პირველ ნომერს, იტალიელ პაოლო ბონკეროს ჰქონდა – 21 ქულა, 6 mოხსნა, 4 პასი. 31 მოგებითა და 43 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ინის ზონაში, მე-10 ადგილზე მყოფ ჩიკაგო ბულსს 3 მოგებით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ფლორიდელები 26 მარტს, შინ, ბრუკლინ ნეტსთან გამართავენ.