სამართალდამცველებმა  დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს

სამართალდამცველებმა დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს.

გოგონა 28 ივლისს დასთან ერთად ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს დახმარებისათვის მაშინვე მიმართეს. ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თეონა ჩარგაზია დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნასაგურში იპოვეს.

ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა გოგონა ოჯახის წევრებს ჩააბარეს.