ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა რომ ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, 61 წლის სტინგი და მისი მეუღლე ტრუდი სტაილერი სასამართლოს წინაშე წარდგნენ მოსამსახურის სქესობრივი დისკრიმინაციისათვის.
ორი წლის წინ მომღერლის ოჯახმა შინიდან დაითხოვა ქალი, რომელიც მათთან მზარეულად მუშაობდა. ეს ქალბატონი ბავშვს ელოდებოდა. როდესაც ბატონმა სტინგმა ამის შესახებ შეიტყო, სახლის დატოვება ერთ დღეში უბრძანა.
გამოგდებული ქალბატონის სახელი და გვარი ჯეინ მარტინია. ჯეინმა დამქირავებელთა წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. რასაკვირველია საქმის განხილვა დიდი ხნის განმავლობაში გაიჭიმა. სამართალმა პური ორიოდე თვის წინ ჭამა.
ქალაქ საუთჰემპტონის სასამართლომ დაადგინა, რომ ექვსი შვილის მამა სტინგი და მისი მეუღლე ტრუდი სამარცხვინოდ მოიქცნენ.
მომღერალი დამნაშავედ ცნეს. ბატონი სტინგი ვალდებულია, რომ ყოფილ მოსამსახურეს შთამბეჭდავი თანხა გადაუხადოს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად, ამავდროულად კი უზნეო საქციელისათვის ბოდიშიც უნდა მოუხადოს.