Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ კვარა „ნაპოლიში“ მომდევნო სეზონსაც გაატარებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ იტალიურ კლუბში დიდხანს არ დარჩება.
„ჩემი აზრით, „ნაპოლიში“ მინიმუმ ერთი წელი კიდევ დარჩება, არსებობს პროექტი მისი ზრდისთვის, კლუბი ენდობა, კონტრაქტის განახლებაც აუცილებლად იქნება. თუმცა შემდეგ ცხადია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისიც მგონია, რომ ქართველს სურს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა „აძურიში“. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ოსიმენი და კვარაცხელია „ნაპოლიში“ დიდხანს არ დარჩებიან“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.