„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებაზე ისაუბრა.
„მიყვარს ნაკრებში თამაში. 20 წლის განმავლობაში უმაღლესი დონის ტურნირებზე გამოსვლა ადვილი არ არის. Ძალიან ბედნიერი ვარ თუ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტი ისევ ღირებულ ფეხბურთელად მიმიჩნევენ, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. ვეცდები, პორტუგალიისთვის თავი არ დავზოგო. როგორც ვთქვი, ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით, ეს ჩემი სახლია და აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს O'Jogo.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ-ნასრთან“ გააფორმა კონტრაქტი. დღეისათვის თავდამსხმელმა კლუბში 9 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პორტუგალიის ნაკრებში 38 წლის შემტევმა 196 მატჩი ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელები პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დღეს, 23 მარტს, ლისაბონში ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდს უმასპიძლებენ. თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.