“ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

“ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ახალ ინტერვიუში ყველასათვის საინტერესო თემაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად 4-დან 5 საათამდე დგება და ვარჯიშობს, რათა მისი მენტალური ჯანმრთელობა წესრიგში იყოს.

ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

მისი აზრით, ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ჯენიფერი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში იყენებდა სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდა, რომ საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრით.