გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ რჩება

გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ რჩება

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა რომ უელსის ეროვნული გუნდისა და „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ აღარ გადადის.

24 წლის ფეხბურთელს „სამეფო გუნდში“ თამაში კი სურდა, მაგრამ მის შესახებ კლუბებმა ერთობლივი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ბოლოს და ბოლოს „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უთავბოლო მოლაპარაკებები მობეზრდა და ბეილიზე უარი განაცხადა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა რომ უელსელზე „ნადირობა“ უკვე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წამოიწყო.

შესაძლოა, მანჩესტერელებს ბეილი 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ბევრად უფრო იაფი დაუჯდეთ, რადგან კონკურენტი აღარ ყავთ და გარიგებაში ხავიერ ერნანდესის ჩართვასაც გეგმავენ.