ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად 400 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო

ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად 400 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო

ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად 400 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო, - ანგარიშს მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და უკრაინის მთავრობა აქვეყნებენ.

გასული წლის სექტემბერში ეს ციფრი 349 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2023 წლის მარტის მონაცემებით კი, 411 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ყველაზე მეტად რუსული აგრესიის შედეგად, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებია დაზარალებული.