Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში დარჩება და დამდეგ ზაფხულს კლუბს ნამდვილად არ დატოვებს.
„სულ მცირე ერთი წელი ის „ნაპოლიში“ დარჩება. კონტრაქტი გახანგრძლივდება, რაც საშუალებას მისცემს მას გამოიმუშაოს ის, რასაც იმსახურებს, ხოლო კლუბს მისცემს საშუალებას ჰქონდეს ძალა, რომ მდიდარ კლუბებს კონკურენცია გაუწიოს. „ნაპოლი“ მომავალს კვარას გარშემო ააშენებს“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიური მედიის ცნობით, ხელშეკრულება 2028 წლამდე განახლდება, ხოლო ხელფასზე ორგვარი ინფორმაცია ვრცელდება: ერთი მხრივ, სეზონში 2.5 მილიონი ევრო და ბონუსები, მეორე მხრივ, 3 მილიონი ევრო და ბონუსები.