92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

მედიამაგნატმა, რუპერ მერდოკმა მეხუთედ დაქორწინება გადაწყვიტა, ამჯერად მისი რჩეული პოლიციის ყოფილი კაპელანი ენ ლესლი სმიტია.

როგორც რუპერტ მერდოკმა The New York Post-თან აღნიშნა, ეს ქორწინება მისთვის საბოლოოა, მედიამაგნატმა ხელი თავის რჩეულს წმინდა პატრიკის დღესასწაულზე სთხოვა :

„მეშინოდა შეყვარების, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო შეყვარება იქნებოდა. ასეც უნდა იყოს. ბედნიერი ვარ”

The New York Post-თან მერდოკის მომავალმა მეუღლემ თქვა, რომ ეს ურთიერთობა ორივესთვის ღვთის საჩუქარია:

„ორივე ჩვენგანისთვის ეს ღვთის საჩუქარია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გასული წლის  სექტემბერში, 14 წლის ქვრივი ვარ. რუპერტის მსგავსად, ჩემი ქმარიც ბიზნესმენი იყო… ასე რომ, რუპერტის ენაზე ვლაპარაკობ. ჩვენ ერთნაირი მსოფლმხედველობა გვაქვს.”

ქორწილს წყვილი ზაფხულის ბოლოს გეგმავს ,ხოლო სამოგზაუროდ გაატარებს კალიფორნიაში, მონტანაში, ნიუ-იორკში და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.

მერდოკი პირველი ცოლი ავსტრალიელი ბორტგამცილებელი პატრიცია ბუკერი იყო, შემდეგ შოტლანდიაში დაბადებული ჟურნალისტი ანა მანი, ასევე წარმოშობით ჩინელი მეწარმე ვენდი დენგი, მეოთხე ცოლი კი ჯერი ჰოლსი გახლავთ, რომელსაც მერდოკი შარშან გასცილდა.