გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ტუნბერგთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საპატიო დოქტორის წოდებები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და კიდევ 28 ადამიანს მიენიჭა.

20 წლის გრეტა ტუნბერგს საპატიო დოქტორის წოდება თეოლოგიის ფაკულტეტმა მიანიჭა.

„საპატიო დოქტორად გრეტა ტუნბერგის არჩევით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს, ისეთივე გამბედავები და გავლენიანები ვიყოთ, როგორიც ისაა“, - აგნაცხადა ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა მარტი ნისინენმა.