ვუდისა და მეთიუს პრობლემები

ვუდისა და მეთიუს პრობლემები

ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, მსახიობი ვუდი ჰარელსონი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ცოტა ხნის წინ, მისი მამა ჩარლზი მკაცრი რეჟიმის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა.

ეს უკანასკნელი სამუდამო სასჯელს რამდენიმე ათეული ადამიანის მკვლელობის გამო იხდიდა. სიკვდილის წინ სინდისმა შეაწუხა და მოგონებების დღიური დატოვა.

ნაწერებიდან ყველამ შეიტყო,რომ მსახიობის მამიკო პროფესიონალი კილერი ყოფილა და ამ პროფესიაში უბადლო რეპუტაციითაც სარგებლობდა.

მშობლების გამო არ ულხინს მეთიუ მაკკონაჰისაც.

ცოტა ხნის წინ მისმა დედამ, ქეით მაკკონაჰიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მკითხველებს მრავალი საინტერესო რამ მოუთხრო.

თურმე მსახიობის მამა, ბატონი ჯიმი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მეუღლესთან ცოლ-ქმრულ მოვალეობას ასრულებდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის,რომ როდესაც ექიმებმა ჯიმის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ცოლის დაჟინებული თხოვნით, სახლიდან იმ სახით წაიყვანეს რომელშიც აღესრულა, ანუ სრულიად შიშველი.

რასაკვირველია მეთიუსათვის დედის მემუარები სასიამოვნო წასაკითხი ვერ იქნებოდა.