“ჟუანჟუანების ტომში გარკვეული პროცედურების მეშვეობით ტყვე-მონისგან გამოჰყავდათ ახალი ადამიანი - მანქურთი, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა სამშობლო და იდენტობა. მას არასდროს უჩნდებოდა ადამიანისთვის უმთავრესი შეკითხვა - ვინ ვარ მე, საიდან მოვდივარ და საით მივდივარ? მანქურთს სული გამოცლილი ჰქონდა და ტყვეობიდან გაქცევის სურვილი არასდროს უჩნდებოდა.
ჩინგიზ აითმათოვი - “დღე რომელიც საუკუნეზე გრძელია”
--------------------------------------------------------------------
ინკვიზიციის პერიოდში კოცონზე აყვანილი ადამიანების მეზობლებს მათი ჯადოქრობის სჯეროდათ თუ - არა, ძნელი სათქმელია, სამაგიეროდ, ახლა დანამდვილებით ვიცით, რომ, ჯადოქრები არ არსებობენ, თუმცა, იმ დამწვარ ხალხს რა შეღავათი?!
საქართველოში უამრავი ოჯახის მსგავსად, ჩემი წინაპრებიც ხალხის მტრებად იყვნენ გამოცხადებულნი, საბრალდებო დასკვნის თანახმად თურმე კომუნიზმის მშენებლობას აფერხებდნენ - ჩემი ბაბუა ღამღამობით ვენახებს ჩეხდა, ხოლო დიდ პაპას ზოგადად კომუნიზმის იდეა დაუყენებია ეჭვქვეშ. ვიღაცამ მათი მრწამსისა და მისწრაფებების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და ორივე უკვალოდ გააქრეს.
სისხლის კალო ლეწეს, ხვრიტეს ჩვენი ბაბუები და ბებიები, მათ შვილებს მოღალატეების შვილები უძახეს, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კომუნიზმის აუშენებლობა მთლად ამათი ბრალი არ ყოფილა.
რეაბილიტაციის პატარა ფურცლებიც მოუვიდათ ოჯახებს. შეგვეშალაო, ბოდიშის გარეშე!
“დანოსჩიკებმა” კი გააგრძელეს ცხოვრება და კალმისტრები უკეთესი დროებისთვის გადაინახეს.
რამდენიმე გონებადაბნელებულს, იქნებ, მართლაც ეგონა, რომ მოუსავლიანობა მეზობლად მცხოვრები ჯადოქრის ბრალი იყო, ვიღაცამ შეიძლება, ისიც კი დაიჯერა, რომ ბაბუაჩვენებმა ჩაშალეს კომუნიზმის მშენებლობა, თუმცა, სინამდვილეში, ქვეყანაში კუდიანებზე ნადირობის გარემოს ქმნიდნენ და ამ თვითნაბად რეგვნებს ტვინებს ურეცხდნენ გველაძუები, რომელთაგან ზოგს მსხვერპლის სახლზე ეჭირა თვალი, ზოგი კი სხვების უბედურების ცქერით იქარვებდა საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსს და ქვეცნობიერში მოთუხთუხე ბოღმას.
მზე ამოდის და ჩადის, თაობა მიდის, თაობა მოდის, თუმცა, ყველა ეპოქაში, როგორც კი შესაფერისი გარემო ჩნდება, მიძინებული ვირუსივით მაშინვე ჩნდებიან “დანოსჩიკები”, რომლებიც გადანახულ კალმისტრებს დააძრობენ და იწყებენ ხალხის მტრების და მოღალატეების გამოვლენას.
წინა ხუთშაბათს გავიგეთ, რომ, ბოლო რამდენიმე გადაცემაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე, თურმე, “სვამდა გაურკვეველ შეკითხვებს, რითაც ეჭვქვეშ აყენებდა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.”
აი, ასე, გასული საუკუნის 30-იან წლების გაზეთში გამოქვეყნებული დაგმობის სტილში - რასაც მეორე დღეს დაპატიმრება მოჰყვებოდა.
ანუ, ევროინტეგრაცია, თურმე, იმიტომ ფერხდება, რომ გვიმრაძე უშლის ხელს და უნდა გავაგდოთ! განაჩენი გამოტანილია და აღსრულებაღა დარჩა. ცხადია, მოღალატეების სია გვიმრაძით არ იწყება და არც მისით დასრულდება.
თუმცა, კაცობრიობის მწარე გამოცდილება გვაფრთხილებს - გავა დრო და არც ეს ბრალდება აღმოჩნდება მართალიო! არაო!!!
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 16 მარტის სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ თავისი და საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით შემოტანილი განცხადება წაიკითხა (სამეურვეო საბჭოში დანერგილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც ტუღუში და აბაშიძე სხდომას არ ესწრებიან, ქალბატონი ლიკა მათი სახელითაც საუბრობს). საბჭოს წევრებმა გენერალურ დირექტორს მოსთხოვეს, წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი, სადაც მოკვლეული და შესწავლილი იქნება ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის გიორგი გვიმრაძის მრწამსი და მისწრაფება (აი, სწორედ ასე - “მრწამსი და მისწრაფება” !).
როგორც ჩანს, თავად სამეურვეო საბჭოს წევრებს ამგვარი მოკვლევა უკვე ჩატარებული აქვთ, ვინაიდან, დირექტორს იმავე განცხადებაში სთხოვენ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას ანუ გიორგი გვიმრაძის სამსახურიდან გაშვებას.
ცალკე აღებულ ამ განცხადებას არავითარი ძალა არა აქვს, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოდიოზური მოთხოვნა მხოლოდ სამი წევრის ინიციატივად დარჩება და დანარჩენები მას არ გაიზიარებენ.
ეჭვგარეშეა ისიც, რომ ტელევიზიის არსებული მენეჯმენტი თანამშრომელთა მრწამსის კვლევების ჩატარებას არ დაუშვებს და, აქედან გამომდინარე, საბჭოს ცალკეულ წევრთა ეს ინიციატივა მორიგ სამარცხვინო ლაფსუსად დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება, რაც ამ განცხადებას განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცევს.
განცხადების გასვლიდან რამდენიმე დღე გავიდა და მედიაში და სოცქსელებში გავრცელებული კომენტარებიდან ჩანს, რომ ადამიანების ერთი ჯგუფმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და ვითომ სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისთვის მოღვაწეებმა არამცთუ უხერხულობა იგრძნეს მოსახლეობის ოთხმოცდახუთი პროცენტის სახელით გაკეთებული ნეობოლშევიკური პათოსით გაჟღენთილი განცხადების გამო, არამედ აიტაცეს იგი და მისი გამართლება და კიდევ უფრო განვრცობა განაგრძეს.
თუმცა, შეხედულებათა ამგვარი თანხვედრა გასაკვირი არ არის, ვინაიდან, მოვლენათა კონტექსტიდან აშკარად ჩანს, რომ ეს განცხადება მხოლოდ სამი ადამიანის შემოქმედება კი არ გახლავთ, არამედ იგი წარმოადგენს საზოგადოებრივ აზრზე გაბატონების სურვილით შეკავშირებული ჯგუფის კოლექტიურ ნაააზრევის და სამოქმედო გეგმის გამოძახილს.
ყოველდღე ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეს “მრწამსის მკვლევარები” სრული მონოპოლია მოიპოვონ საზოგადოებრივი აზრზე. მათ მიზანია, თავად აკონტროლონ, რომელი ამბავი უნდა მიეწოდოს მოსახლეობას და რომელი - არა. თუ საჭიროდ მიიჩნევენ, ინფორმაციას ისე შეცვლიან და თარგმნიან, როგორც თავად აწყობთ. სწორედ ამიტომ, მათ კოორდინატთა სისტემაში რომელიმე უკონტროლო და თავისუფალ ჟურნალისტს არც კითხვების დასმის უფლება აქვს და არც - არსებობის.
ვინც კონტროლის სისტემას არ ემორჩილება, ასეთების და მათი ოჯახის წევრების მიმართ დაუყონებლივ ირთვება მიზანიმართული ბულინგის კამპანია - “პრორუსია”, “მოღალატეა”, “სალამი არ უნდა მისცე”, “უნდა მოიკვეთოს” და ასე შემდეგ.
ბულინგს უნიშნავენ მასაც, ვინც მოღალატედ შერაცხულს მიესალმება და დაელაპარაკება, ან, ღმერთმა არ ქნას - გამოესარჩლება.
არ თქვათ, რომ ეს მეთოდი არ ჭრის! ძალიანაც კარგად ჭრის!
თითქმის ყოველდღე ვუცქერთ და ვუსმენთ ბულინგ-ტერორის კონკრეტულ შემთხვევებს, თუმცა, შარს რომ ავერიდოთ, ხშირად გამოსარჩლებასაც ვერიდებით. ჩვენივე შეთხზული სულელური არგუმენტებით ვიტყუებთ თავს: “წესიერი კაცი კი ჩანს, მაგრამ იქნებ მართლა მოღალატეა?! სასამართლოში იჩივლოს და იქ დაამტკიცოს თავისი სიმართლე.”
ჩვენ რა ბულინგზეც ვასაუბრობთ, ეს არ გახლავთ მხოლოდ ცალკეულ უზრდელ ადამიანთა კომენტარები, ეს არის მეცნიერულად დამუშავებული და აპრობირებული პოლიტიკური ბრძოლის ირაღი, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რყევების გამოწვევა შეუძლია.
კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ბულინგის ქსელი, თავისი ანალიტიკური ცენტრით, მედიით, სოციალური ქსელებით, ბოტებით, ტროლებით და რეალური შემსრულებლებით ანადგურებს ყველანაირ განსხვავებულ მრწამსს და იბრძვის საზოგადოებრივ აზრზე გაბატონებისთვის. ამ აბლაბუდის წინაშე მარტოხელა ადამიანი სრულიად დაუცველია.
ბულინგი მძიმე წნეხია ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის და, ამავე დროს, საკმაოდ ეფექტიან გაფრთხილებას წარმოადგენს სხვების მიმართ, რომ არასასურველი მრწამსის მქონეთ პასუხი მოეთხოვებათ.
შორეული და უახლოესი წარსულის ტრაგიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ბულინგის და დაშინების მიმართ ჩვენ ისედაც საკმაოდ მოწყვლადი საზოგადოება ვართ. ჩვენს ცნობიერსაც და ზურგის ტვინსაც კარგად ახსოვს, რომ ხშირად მუქარა ლიტონ სიტყვებად კი არ რჩება, არამედ მას მოჰყვება პროცედურები, რომლის შემდეგადაც მოქალაქეები სახელმწიფოს ჩუქნიდნენ ქონებას; მანამდე კი იმავე პროცედურებით მიმდინარეობდა მრწამსის კვლევა, რაც ან მრწამსის შეცვლით მთავრდებოდა, ან - ეშაფოტით, ან - ორივეთი ერთდროულად. ასე რომ, ნუ გვიკვირს, როდესაც ადამიანები ამ სწორედ პროცედურების “მასტერების” ბულინგს და მუქარას ექვემდებარებიან და სოლიდარობის გამოხატვას ერიდებიან - “მართლად იტყვის მოციქული, შიში შეიქმს სიყვარულსა”!
ადამიანების ერთი ნაწილი, თავს იჯერებს, რომ ნათელ მომავალს სწორედ ერთმანეთის დასმენით და სხვების მრწამსისა და მისწრაფების კონტროლით მივაღწევთ.
მოღალატეების ძებნა, იარლიყების მიწებება, და ბულინგ-ტერორი, ყოველდღიურ ხელობად იქცა და ეს სულ უფრო ისტერიულ ხასიათს იღებს (კატასტროფაა, რომ ამ მანკიერებამ განათლების სისტემაშიც გაჟონა). “ენკავედეს” არქივიდან გამოცოცდა კოლექტიური “დანოსების” და შავი სიების თითქოს დავიწყებული პრაქტიკა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეითრიონ ამ მანკიერ წრეში. უნივერსიტეტებიდან ისევ აძევებენ ლექტორებს.
ტრაგიკული ცინიზმია, რომ ქრისტიანობის სახელით ინკვიზიტორები წვავდნენ ადამიანებს კოცონზე, დღეს კი ევროპის და ლიბერალიზმის დროშებს აფრიალებენ ტროცკისტები, რომელთაც ერთი სული აქვთ, როდის მიაყენებენ ადამიანებს კედელთან. ღიად გაცხადდა მრწამსის და მისწრაფების კონტროლის აუცილებლობის შესახებაც - “მრწამსის პოლიცაი” გვპირდება ტოტალურ თვალთვალს, დაშინებას, წამებას და ჯოჯოხეთს, რაც საქართველომ ბევრჯერ გაიარა.
რასაკვირველია, ამას არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო, არც ლიბერალიზმთან და სინამდვილეში უმოკლესი გზაა ნეობოლშევიკურ-ნეოფაშისტური ქვესკნელისკენ, მაგრამ ტროცკისტებმა იმდენი მოახერხეს, რომ ზოგის თვალში ევროპა საფრთხობელადაც კი აქციეს.
როდესაც მწერალი კაცი სიმწრით შემოგჩურჩულებს, “მწერალი კაცი კოლექტიურ წერილებს ხელს როგორ უნდა ვაწერდე, მაგრამ ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, ხომ იცი, რა დღეშიც ჩამაგდებენო,” - მის მრწამსს დედა აღარ ჰყავს და აღარც კონტროლი სჭირდება. ადამიანიც დანგრეულია.
როცა, ისტორიკოსი გეტყვის, ერეკლეს უსამართლოდ აგინებენ, მაგრამ თუ ძმა ხარ, არ გამრიო მაგ ამბავში, მაგათი თავი არ მაქვსო, კომენტარი აღარაა საჭირო - ათბალიანი ტრაგედიაა, თანაც უგმიროდ.
ამ ყველაფერს დაფიქრება სჭირდება, მაგრამ თითქოს მოჯადოებულები ვართ, თითქოს ვიღაცამ ფიქრი აგვიკრძალა, ან იქნებ ჩვენით ავუკრძალეთ საკუთარ თავს?! საქართველოში სადაც სიტყვის აბსოლუტური თავისუფლებაა და საჯარო სივრცეში, მედიაში, სოციალურ ქსელებში, ყველანაირი ფორმა-შინაარსის ლანძღვა-გინება ისმის, მთლიანად დაიკარგა მსჯელობის, აზრის გაზიარების, დიალოგის და დისკუსიის კულტურა. მისი ადგილი დაიკავა ისტერიულმა მონოლოგმა. ეს შიშის ბრალიცაა!
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში?!
ათასმეერთეჯერ დავადგეთ იმავე გზას, რომელიც კაცობრიობამ ათასჯერ გაიარა?!
ასე ცხვრებივით რიგში ჩავდგეთ და ვუცადოთ, როდის გამოგვიცხადებენ ჩვენი მრწამსის და მისწრაფებების ანალიზების პასუხებს?! ჩვენც “შპიონ ბავშვებად” გადავიქცეთ და მოღალატეები და ხალხის მტრები ვეძებოთ?!
ან, იქნებ, მრწამსი შევიცვალოთ, დავასმინოთ მეგობრები, ავაღორძინოთ კოლექტიური “დანოსების” პრაქტიკა, ვადგინოთ შავი სიები, გავაღვიძოთ ადამიანებში ყველაზე ქვენა გრძნობები, წავბილწოთ ყველა ეროვნული ფასეულობა და ვიქცეთ ახალ ადამიანებად. თუმცა, ყველაფერ ამას თუ ჩავიდენთ, გადავიქცევით მანქურთებად, რომელთაც აღარც მრწამსი აქვთ და აღარც - მისწრაფება.
საქართველო საუკუნეების განმავლობაში იმიტომ ელტვოდა ევროპასთან კავშირს, რომ მსოფლმხდველობრივად და კულტურული თვალსაზრისით ქრისტიანული და ევროპული ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ქართველები ევროპულ ცივილიზაციაში ხედავდნენ თვითმყოფადობის და იდენტობის შენარჩუნების სივრცეს. მაგრამ თუ ყველაფერზე ხელი ავიღეთ, ჩვენი მრწამსი და მისწრაფება სხვას გადავაბარეთ, სამშობლოზე უარი ვთქვით, ისტორიის დღიურიდან ფურცლები ამოვხიეთ, დავივიწყეთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, მამა მოვკალით და დედა დავახრჩეთ, ასეთ გადაგვარებულებს და გამანქურთებულებს ევროპაში კი არა ანტარქტიდაში პინგვინებიც არ მიგვიღებენ. თუმცა, მანქურთისთვის სულ ერთია, ევროპაში იქნება ზოოპარკში.
კაცობრიობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შერცხვენით, დამუნათებით, ფსიქოლოგთა კონსულტაციებით და ცრემლებით ბულინგის მანქანის და “მრწამსის პოლიცაის” შეჩერება შეუძლებელია.
ხელისუფლებისადმი მოწოდებებიც არაფრისმომცემია, ხელისუფლებას საკუთარი თავის ტკივილები და ჭვალები აწუხებს და არც რაიმე ქმედითი მექანიზმი გააჩნია. ერთადერთი ვინც შეძლებს, რომ ამ ბოროტებას წინ აღუდგეს, არის ნამდვილი, თვითორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოება, რისი გამოცდილებაც ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მეტი რა ჩარაა, გზადაგზა უნდა ვისწავლოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს ისეთ აქლემთან, რომელიც ყოველ ოჯახს მიადგება და მრწამსის შეცვლას მოსთხოვს, ამიტომ სამოქალაქო სოლიდარობის ფრონტი უნდა გაიშალოს და ბულინგის ტერორის წინაშე მარტო და დაუცველი არავინ უნდა დარჩეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი საინტერესოა თავისი განსხვავებული აზრით და როდესაც თრგუნავენ ერთ მოქალაქეს, ამით თრგუნავენ და ასუსტებენ მთელ საზოგადოებას. სოლიდარობის გამოსახატად უნდა გამოვიყენოთ ადამიანური ურთიერთობები, მედია, სოციალური ქსელები და სამოქალაქო აქტივობის ყველა ფორმა, რათა რეალურად ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა და ძალა ერთობაშია”.
სუ იმას ვყვირივარ ( და არა მარტო მე) ...................ინგლისური არ იციით??ეს ნაცები რატომ გჯობიან ამ ევროების დაკერვაში??
როგორ..... ამ ევროებს ვერ უხსნით სინამდვილეში საქართველოში რაც ხდებააა??
ვერააა?? ინგლისური არ იციით??..
ისინი რომ ნაცებისაგან დაკერილები არიან და იმათი ტყუილი თქვენ სიმართლეს იმიტომ სჯობნის, ამას აქამდე ვერ ხვდებიით??
ვერა ხვდებით რააა, როგორ და რატომ ხდება, თუ მართლა ჩლუნგები ხარ? .....
ჩლუნგები ხართ, ჩლუნგები!!!!!
კი მაგრამ 11 წელია რაც ხელისუფლებაში ხართ და ამ ხნის მანძილზე, რით ვერ ისწავლეთ ამ ევროების დაკერვა როგორ ხდება?
მაგ ევროების დაკერვის გარეშე კიდევ ხომ ხედავთ რომ არაფერი გამოგდით ?? ხომ ხედავთ რომ დღემდე ნაცების ტყუილი თქვენს სიმართლეს სჯობნის. რატო ვერ უხსნით იმათ სინამდვილეში რაცაა რეალობა? რატომ ვერ აგებინებთ იმათ ამ ნაცების ფანდარასტობებს??
მოკლედ დებილები ხართ, დებილები
ხომ ხედავთ რომ ამ ევროების დაკერვის გარეშე არაფერი გამოგდით?? რატომ ვერ კერავთ იმ ჩათლახ ევროებს როგორც საჭიროა----ფული არა გააქვთ?? როგორ ... მაგათ დასაკერი ფული ბიძოს აღარ ააქვს??
ეს კანდელაკი, სიდედროვიჩი და კიდევ სხვებიც რო წარამარა ევროპაში დარბიან, ტყუილად კი არ დარბიან იქ
ეგენი იქ ზოგს ძველად ოხრად მიცემული ფულით ამუნათებენ---ჩვენი მხარე დაიჭირეთო, ზოგს ეხლა აძლევენ ფულს...ზოგს---გრეგოროვა, კრამონას--ნაირებს კიდევ ფულის გარდა ,,სხვანაირ პატივსაც,, სცემენ ხოლმე
მართალია მაგ კრამონა, გრეგორიოვას ნაირ ქალებზე ,,პატივის ცემა,, ცოტა ძნელია (ფუი ეშმაკს) მაგრამ როცა ნაცების საქმე ითხოვს არც მაგაზე იხევენ ნაცები უკან..
მოკლედ ზოგი ესე.... ზოგი ისე..... მაგრამ ნაცების მხარდამჭერი ევროები აბსოლიტურად ყველა ნაცებისაგან დაკერილიები არიან....
ხოოდა თქვენ რაღას უყურებთ? გრეგოროვას ნაირებს თქვენ ვერ დაქინძავთ, თუ ფულები არა გაქვთ?
თუ.... თქვენ გგონიათ რომ თქვენი სიმართლე ჩალიჩის გარეშეც გამოჩნდება?
/ეგრე რომ ყოფილიყო მაშინ ამ 11 წლის მანძილზე უკვე უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ თქვენ ამ დროის განმავლობაში მათგან მხოლოდ დედის პრჭჭჭ გინებას იღებთ..
.მერე ?? მერე ვერ ხვდებიით რომ ,,ზნაჩიტ ბუდეაა,,?? რაღას უყურებთ? მანამ ამ ნაცებს ისევ თავზე არ წამოგვასვამთ, ესე მუდოებივით უნდა იდოოთ პარლამენტშიი?? მიდექით ..... მოდექით ...რაღაცა ქენით თორე, თუ მაგ ევროებმა ისევ ნაცები დაგვიბრუნეს, გრეგოროვას მაგივრად პირველ რიგში ნაცები თქვენ დაგქინძავენ და მერე...............ხალხს
მაგრამ პირველ რიგში-----მაინც თქვენ !!!
.