რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Sportmediaset” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის ნახევარმცველი ხაბი ალონსო იტალიურ „ფიორენტინაში“ გადადის.
ხაბი ალონსოს „სამეფო გუნდთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება.
ამ მიზეზით „რეალი“ მოწადინებულია რომ მოთამაშე ამჟამად გაყიდოს და 2014 წელს უფასოდ გაშვება არ მოუწიოს.
ერთი კვირის წინ „რეალმა“ ალონსოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა ეს წინადადება იუარა.
იტალიური სპორტული მას-მესიის მტკიცებით, ხაბი ალონსო კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ორივე კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ერთმანეთს შეხვდება და ამ საკითხის ირგვლივ საფუძვლიან მოლაპარაკებას გამართავს.
საინტერესოა რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო აქტიურობის დღეებში იტალიელებმა მარიო გომესი, ჰოაკინი და ილიჩიჩი უკვე დაიმატეს. დიდი ალბათობით ამ მოთამაშეების ჩამონათვალს ხაბი ალონსოც დაემატება