[presage.tv]
არტურ კონან დოილის შთამომავლებმა პირველად გასცეს ოფიციალური ნებართვა, რომ შერლოკ ჰოლმსზე ახალი წიგნი შეიქმნას. The Guardian-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ დეტექტივზე დაწერს, ბრიტანელი ენტონი ჰოროვიცი. იგი ცნობილია როგორც ავტორი საბავშვო წიგნების სერიისა მოზარდ ალექს რაიდერზე, ასევე მრავალი კინოსცენარის შემქმნელი.
ჰოროვიცის კანდიდატურა კონან დოილის შთამომავლებმა შეარჩიეს. სიუჟეტი ამ ეტაპზე არ ხმაურდება. წიგნი სავარაუდოდ 2011 წლის სექტემბერში გამოვა და ავტორის თქმით, იგი ”პირველხარისხოვანი დეტექტივი” იქნება. ამასთანავე სენარჩუნებული იქნება ”კონან დოილისეული სული”.
არტურ კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსზე 4 თხზულება და 56 მოთხრობა შექმნა. მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1930 - დან გამოვიდა უამრავი მოთხრობა, რომანი, პიესა, რომლებშიც ჰოლმსი, ან კონან დოილის რომელიმე პერსონაჟი ფიგურირებდა. ყველაზე პოპულარული მათ შორის იყო კრებული, რომელიც ჯონ დიკსონ კარრას და კონან დოილის შვილს, ადრიანს ეკუთვნის.