ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის საქმეზე დაკავებულ პირზე: ნატო გოგელიამ იცოდა, რომ იმ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო - მივიდა, „გაუჩალიჩა“, პროვოკაციაზე წამოაგო და დააჭერინა

ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის საქმეზე დაკავებულ პირზე: ნატო გოგელიამ იცოდა, რომ იმ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო - მივიდა, „გაუჩალიჩა“, პროვოკაციაზე წამოაგო და დააჭერინა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის, მამუკა ანდღულაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს.

როგორც  ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა იცოდა აღნიშნული პირის როგორც ოჯახური, ისე  ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაინც პროვოკაციაზე წამოაგო. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი  არამხოლოდ ერთი ჟურნალისტის, არამედ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვის და რატომ უჭერს ის კაცი მხარს, ან მოგვწონს თუ არა ჩვენ მისი პოზიცია…
ნატო გოგელიამ, ნოდარ მელაძის ჟურნალისტმა იცოდა, რომ იმ გაუბედურებულ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო. 

ამის მიუხედავად, მივიდა, გაუჩალიჩა, პროვოკაციაზე წამოაგო და დააჭერინა. 

ესაა ნაცმოძრაობა და მისი ხასიათი. მისი ჟურნალისტიც ასეთია, ტელევიზიაც, აქტივისტიც, ლიდერიც, ლექტორიც, მასწავლებელიც, პროპაგანდისტიც და პატრონიც. ესაა მისი რეალური, ბოროტი სახე!!!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

merab ჰმ! ნატო გოგელია ყოფილა დამნაშავე. ერთი უსირცხვილო ვიპოვეთ და ერთი დამნაშავე.
რა სისულელეა! რა ფარისევლობა!
ის, რომ პროკურატურამ აღძრა საქმე არარსებულ დანაშაულზე, ეგ არაფერი ხალხო. ის, რომ სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ეგ არაფერი.
ხელისუფლების დაკვეთით რომ მოხდა დაკავება, ეგ არაფერი.
შერჩევითი სამართალი რომ არსებობს ქვეყანაში , ეგ არაფერი.
მხოლოდ უბრალო ხალხის მიმართ, ალტ ინფოს მხარდამჭერების მიმართ რომ არის უკანონო სისასტიკე, მაგას ვერ ვხედავთ. 5-6 ივლისის ამბებზე რომ 5-5 წლით გაუშვეს 30- მდე პირი ციხეში, მაგასაც ვერ ვხედავთ და ნატო გოგელიას ჩამოვკიდებთ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეს.
1 წლის უკან
merab ექსპერტ კაცს, მეტი დაკვირვება და ანალიზი ევალება.
1 წლის უკან