გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ დესტაბილიზაციის განვითარებას. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა და 12 პუნქტის შესრულება

გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ დესტაბილიზაციის განვითარებას. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა და 12 პუნქტის შესრულება

კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ იმ სტრატეგიის განვითარებას, რასაც დესტაბილიზაციის განვითარება ჰქვია. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა და 12 პუნქტის შესრულება, - ამის შესახება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს ორი სტრატეგია. ერთია, თემასთან დაკავშირებით მუშაობა, როგორც ევროკავშირი მოგვიწოდებს. თუნდაც, დაპირისპირებული პოზიციების შეჯახება. არსებობს მეორე სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ იმ სტრატეგიის განვითარებას, რასაც დესტაბილიზაციის განვითარება ჰქვია. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა, 12 პუნქტის შესრულებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტრატეგიული პარტნიორები ქართველ დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოწოდებების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია დესტაბილიზაციის მცდელობას აგრძელებს და ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესში, ისევ არ ერთვება.