როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს - საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ლიეტუვის მთავრობის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ არასასურველ პირთა სიაში შემტანი ლიეტუვის მთავრობა, კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.

მისი განცხადებით, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს.

"როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.

სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს.

საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?" - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის შემდეგ, დღეს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. ლიეტუვის პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი, რომელიც მის საეჭვო ბიზნესკავშირებს ეხება.