„დიფ სთეითზე“ უსამშობლოების ქილიკი, კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ არა თუ არ სურთ (თითქოს და მალავენ) მისი არსებობის აღიარება, არამედ თავადაც შინაგანად ნებით თუ უნებლიედ მათი მსახურები არიან, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
ნიკოლეიშვილის თქმით, „დიფ სტეიტის“ მიზნებმა საზოგადოება კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანა, შესაბამისად არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგონ მის შანტაჟსა და მუქარას, რისი გარანტიც სტაბილურობა და მშვიდობაა ქვეყანაში.
„„დიფ სთეითზე“ უსამშობლოების ქილიკი, კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ არა თუ არ სურთ (თითქოს და მალავენ) მისი არსებობის აღიარება, არამედ თავადაც შინაგანად ნებით თუ უნებლიედ მათი მსახურები არიან. ერთია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ „დიფ სთეითის დამარცხება“ სურს, მეორე რა არის ის ძირითადი მიზეზი რის გამოც ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. ვხვედავთ რა დონეზე აქვს გადგმული ფესვები ევროპაში „დიფ სთეითს“, უხერხემლო ლიდერებით მართული ევროპაში, რომელიც ნელ-ნელა, არა მარტო სუვერენიტეტს კარგავს, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ აშშ-სთან ხელმოწერილი კატასტროფულ და კაბალური ხელშეკრულებით დადსტურდა, არამედ შესაძლოა მისი კულტურული განადგურებაც კი ვიხილოთ. როგორც ჩანს, საბოლოო ამოცანაა ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, უპრინციპო, ურწმუნო, ღირებულებებისგან დაცლილი და დამონებული ადამიანების გამოყვანაა, რის ექსპორტსაც ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიის ვალდებულების დონეზე ჩვენც გვთავაზობენ. აი, ეს გახლავთ სწორედ ის კრიტიკული მომენტი, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ „დიფ სთეითის“ არც შანტაჟსა და არც მუქარას, ჩვენთვის ჩვენი როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე ისტორიული და კულტურული დამოუკიდებლობის დაცვა უმნიშვნელოვანესია, ხოლო სტაბილურობა და მშვიდობა ამ ყოველივეს გარანტი.“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.