ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებთ და ვამბობთ, რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში ოდესმე ჩაჯდება და კონსტიტუციური გზებით შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლას. მისი ყველა ნაბიჯი არის საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგო“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოპოზიციის რადიკალური გეგმა 4 ოქტომბრისთვის. ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს.
მათი ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხულია!