ალეკო ელისაშვილი: ყველა ბერკეტი გვაქვს ხელში - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა, რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს კანდიდატის სტატუსის მიღებას

ალეკო ელისაშვილი: ყველა ბერკეტი გვაქვს ხელში - „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა, რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს კანდიდატის სტატუსის მიღებას

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა, რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს საქართველოს მიერ კანდიდატის მიერ სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის ნაწილი თავიდანვე რომ გამოდიოდა და ამბობდა, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ რა გვინდა, მაინც არაფერს შეასრულებს - ამხელა მხარდაჭერა გვაქვს მთელი მსოფლიოდან, რომ „ქართულ ოცნებას“ 12 პუნქტი შევასრულებინოთ. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა, რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველა ბერკეტი გვაქვს ხელში - მაშინ რა რჩება, რომ უბრალოდ მუშაობა გეზარება?“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.